მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდა - განმარტება

საპატრიარ1ო
19.03.24 12:39
649

საქართველოს მთავრობამ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დაფინანსება გაუზარდა. მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტრომ 35 მლნ ლარი უნდა მიმართოს 50-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც საპატრიარქოს მიერ არის დაფუძნებული.

დღეს ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, რატომ გაიზარდა საპატრიარქოს დაფინანსება იმ ფონზე, როცა უწყებას ისედაც დიდი დაფინანსება აქვს. როგორც კობახიძემ განმარტა, საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის 30 მილიონი ისედაც ყოველწლიურად გამოიყოფოდა, თუმცა ახლა აღნიშნული დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა.

„30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, რაც გასულ წელს წლევანდელ ბიუჯეტში ასიგნებებში ჩაიდო. კონკრეტული მიზნობრიობა აქვს ამ თანხას, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს პროგრამების დაფინანსებისთვის. იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მილიონით ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა. ანუ მთლიანობაში იყო 30-მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მილიონი, რომ საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები დაფინანსდეს“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყოველწლიურ ბიუჯეტთან ერთად, საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონი ლარი გამოდის და ყველაფერი გამჭვირვალეა.

„არის სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მთლიანობაში მოხდა მათი დაფინანსების გაზრდა“, - თქვა პრემიერმა.

განკარგულებით განისაზღვრა, თუ საით მიემართება გამოყოფილი 35 მლნ ლარი:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები