დედაქალაქში ოჯახის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილი მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობას "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც შეუერთდნენ.
მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ ქაშუეთის ტაძარში, სადაც წირვა უნდა აღევლინოს.
17 მაისი ოჯახური სიწმინდის დღედ პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით კი, დღევანდელი დღე უქმედ გამოცხადდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი.