მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო ფონდების მომხმარებელს პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ სარგებლობა, სესხის აღების შემთხვევაში შეუძლიათ - ხიდურელი

61f986cc945c2
BM.GE
01.02.22 23:43
2052
საინვესტიციო ფონდებს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვა შეუძლიათ. ეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 365-ე დადგენილებაში გასული წლის დეკემბერში შევიდა.

მანამდე სააგენტოს პროგრამაში მხოლოდ ბანკები და სალიზინგო კომპანიები იყვნენ ჩართული.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა Bm.ge -სთან განაცხადა, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, რაც შეიძლება მეტი ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნის ხელშეწყობაა.
მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდების მომხმარებლებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით სარგებლობა, სესხის მხოლოდ ლარში აღების შემთხვევაში შეუძლიათ.

„დადგენილებაში ცვლილების შემდეგ, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე ფონდთან. თუმცა ოფიციალურად ხელშეკრულება გაფორმებული არ გვაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ფონდი და მალე მოვიზიდოთ.

აქამდე პროექტის დაფინანსებაზე ბანკი იღებდა გადაწყვეტილებას და შემდეგ პროცენტის ნაწილს ვუფარავდით ჩვენ, რითაც მეწარმეს უმსუბუქდებოდა საკრედიტო ტვირთი. მაგალითად, ერთ-ერთი პროგრამით, მეწარმე სესხის პროცენტს 5.5% -ით ნაკლებს იხდის, იმდენი წლის განმავლობაში, რამდენწლიანი სესხიც აქვს აღებული და პარალელურად მისი სესხი სახელმწიფო გარანტიით 60%-ით არის უზრუნველყოფილი. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე ბანკიდან, მაგალითად, მილიონი ლარის სესხს აიღებს, “აწარმოე საქართველოს“ პროგრამიდან 600 000 ლარი გარანტიის სახით დეპოზიტზე ექნება, რითაც ბანკს მისი პირადი ქონების არქონის შემთხვევაში სახელმწიფო გარანტიით უადვილდება სესხის გაცემა.

ახლა უკვე ბანკებთან ერთად საინვესტიციო კომპანიებს შეუძლიათ იგივე, ანუ მეწარმე საინვესტიციო ფონდიდან, სესხს რომ აიღებს ლარში, (მხოლოდ ლარში) ჩვენი სააგენტო დაუსუბსიდირებს ან დაუფინანსებს პროცენტს“,- განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.