მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „საირმეს“ დასაქმებულები 13 თებერვლიდან გაფიცვას აანონსებენ.
აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ 2023 წლის 17 იანვარს დაწყებული მედიაციის უშედეგოდ დასრულების გამო დღეს გაერთიანებამ ჯანდაცვის მინისტრსა და „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორს ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე გაფიცვის შეტყობინების წერილით მიმართა.
მისივე ინფორმაციით, შრომითი დავა მხარეებს შორის გასულ წელს წარმოიშვა და იმ დროისთვის გამართული მედიაციის ფარგლებში გარკვეული შეთანხმებით დასრულდა, რომელიც დამსაქმებელმა არ შეასრულა. მიმდინარე წელს კი ამას მენეჯმენტის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც დაერთო.
დღეისთვის, ბაღდათის რაოიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვს შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას.
„დასაქმებულები ითხოვენ ღირსეულ შრომის პირობებს და მენეჯმენტის ცვლილებას იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავის უფლება-მოვალეობებს ამეტებენ და მათი მხრიდან დასაქმებულების მიერ მუქარის არაერთი ფაქტი ყოფილა. დასაქმებულები ითხოვენ ღირსეული შრომის პირობებს, რადგან საწარმოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა.
ქარხანაში დაახლოებით 27 ადამიანია დასაქმებული და ყველა მათგანი 13 თებერვალს გაფიცვაში მიიღებს მონაწილეობას. ამ დრომდე წარმოება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - ამბობს გიორგი დიასამიძე.
მისივე ინფორმაციით, მენეჯმენტი დასაქმებულებს სხვა კადრების მოყვანითა და მათი ჩანაცვლებით ემუქრება და დასაქმებულების დაპირისპირებას ცდილობს.
BM.GE აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "საირმე მინერალ ვოთერსის" მენეჯმენტს დაუკავშირდება და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის: კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსი" მინერალური და მტკნარი წყლების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი