მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში მიკროსაფინანსოებიც ჩაერთვებიან - თურნავა

5ed76439be3c1
ინგა მურუსიძე
03.06.20 12:58
829
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო მექზნიზმის ბიუჯეტი 20 მილიონიდან იზრდება 300 მლნ ლარამდე და ეს ცვლილება უახლოეს დღეებში შევა პარლამენტში, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში.

"როგორც კი წყარო გაჩნდება, შემდეგ შეეძლება ყველას, მათ შორის რესტორნების წარმომადგენლებს, ისარგებლონ ამით. ამ ეტაპზე პროცესს არ ვაჩერებთ და გვინდა, რომ იმ მომენტისთვის, როცა ბიუჯეტი უკვე იარსებებს, ვიყოთ მზად, ამიტომ მომზადდა ხელშეკრულებები ყველა ბანკთან და მექანიზმში ვრთავთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მცირე და მიკრობიზნესებიც კი შეძლებენ ისარგებლონ ამ სერვისით და მოკლე პერიოდში მოეწერება ხელი შეთანხმებას. ამასობაში, მიმდინარეობს შესწავლა სესხების და ბიზნესების თვითონ ბანკებში. ანუ ისინი იქნებიან მზად, უახლოეს პერიოდში მოგვმართონ, როგორც კი ცვლილებები დამტკიცდება", - განაცხადა მინისტრმა.