მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა და არჩილ მესტვირიშვილი საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ

64ae3fbe09431
BM.GE
12.07.23 09:45
498
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"შეხვედრის ფარგლებში საუბარი ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ერთობლივ პროექტებს და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებს შეეხო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო ასოციაცია / Banking Association of Georgia აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკებისა და რეზოლუციების შემუშავებისა და განხილვის პროცესში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საბანკო ასოციაციასთან ღია ბანკინგის საკითხებზე", - წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები