მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება - ნიკოლოზ გაგუა თურნავას ბრძანებაზე

ნიკოლოზ გაგუა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სანქციების წესებთან დაკავშირებით სებ-ის მიერ გამოცემული ახალი ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ იყო მიღებული.

დღესვე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ თანამდებობები დატოვეს.

კითხვაზე გეგმავს თუ არა ნიკოლოზ გაგუა თანამდებობიდან წასვლას, გაგუა აცხადებს, რომ მას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ აქვს მიღებული.

“მე ჩემი გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ გაიგებთ. მადლობა დაინტერესებისთვის.

ეს იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ჩემ თანხმობას ესეთი გადაწყვეტილებები არ საჭიროებს. მე მაქვს კაპიტალის ბაზრის მიმართულება და ჩემთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ ყოფილა. შინაარსთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კომენტარს,”- BMG-ის განუცხადა ნიკოლოზ გაგუამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები