მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SALE: მთავრობამ თბილისში სამორინეს მოსაკრებელი 50%-ით, 2.5 მილიონამდე შეამცირა

60f04d948a4e2
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.21 19:14
2240
საქართველოს მთავრობამ თბილისში სამორინეს მოსაკრებლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თუკი აქამდე სამორინეს სანებართვო და სალიცენზიო მოსაკრებელი თბილისში 5 მილიონი ლარი იყო, ახალი წესის მიხედვით მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარი გახდა. 

ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ, პანდემიით დაზარალებული ფიზიკური სამორინეების სტიმულირებას ცდილობს. 

"ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.

ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით,"- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

ფიზიკური კაზინოებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის შემცირების პარალელურად, მთავრობა ამკაცრებს რეგულირებას ონლაინ აზარტული თამაშების, კერძოდ კი უცხოეთში აზარტული თამაშების სერვისების მიმწოდებელი კომპანიების მიმართულებით. რისთვისაც, პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს. 

თუკი ამჟამად მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ნებართვის აღებას არ საჭიროებენ და არც შესაბამის სალიცენზიო გადასახადს იხდიან, კანონის ცვლილების შემდეგ ისინიც დაიბეგრებიან. ამასთანავე, ამ ფირმებს მოუწევთ მათ სერვერებზე დაშვება მისცენ საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებულ კომპანიას, რომელიც მათ მონიტორინგს განახორციელებს.