მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს

62d169b03e175
მარიამ ვარადაშვილი
15.07.22 17:14
1065

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. შესაბამისი დადგენილება ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით ოპოზიციამ მიმდინარე კვირაში მიმართა. 




დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რიგგარეშე სხდომა შემდეგი დღის წესრიგით უნდა გაიმართოს:

1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07- 3/92);

2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71);

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96);

4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106).

ოპოზიციური პარტიების განცხადებითვე, სესიის მოწვევის მიზანი ევროკომისიის მიერ დასახელებული რეკომენდაციების შესრულებაა.

"ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენ მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება”,-ეწერა განცხადებაში. 


ვრცლად ნახეთ აქ: