მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

5e397920af447
BM.GE
04.02.20 18:30
920
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, (ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე) და შემდეგ ქალაქებში: ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური - განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 46 920 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა.

"საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის გამო, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.