მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა 5023 კოლოფი უაქციზო თამბაქოს შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

თამბაქო
11.04.24 10:35
55

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, როგორც უწყება იტყობინება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე, ტრანსპორტირება/შენახვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილიდან, ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. კერძოდ, ჯამში, გამოვლინდა 26258.4 ლარის ღირებულების 5023 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები