მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო: გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 მედიკოსს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა

5ea2afe292115
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.20 13:00
570
გუშინ, სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მასშტაბური შემოწმების შედეგად გამოვლენილი 7 საეჭვო შემთხვევიდან, კოვიდ ინფექცია ლაბორატორიულად არცერთს არ დაუდასტურდა.

ინფომრაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, ინფექციაზე პერიოდულად შემოწმდებიან.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული.
ჯამში, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.