მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას 4 ძირითადი ბარიერი აფერხებს - Galt & Taggart

613b6a942caf8
ინგა მურუსიძე
10.09.21 23:00
1017
„გალტ & თაგარტმა“ ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორში კვლევა ჩაატარა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ახალ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან უფრო ამბიციური და რისკიანი ნაბიჯების გადადგმა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 4 ძირითად დაბრკოლებად წამყვანი კომპანიები ასახელებენ: ქართული ღვინის დაბალ ცნობადობას, ძლიერ კონკურენციას მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების მხრიდან, მარკეტინგთან და ღვინის საცალო ქსელებში განთავსებასთან დაკავშირებულ მაღალ ხარჯებს და წარუმატებლობას და  ინვესტიციების დაკარგვის შიშს.
 
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ ინიცირებული მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროექტი ამ დაბრკოლებებს ნაწილობრივ აღმოფხვრის.

„რამდენიმე დღის წინ სახელმწიფომ დააინიცირა ახალი მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროექტი, რაც გულისხმობს, ახალ სამიზნე ქვეყნებში, გარდა რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებისა, კომპანიების მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კომპანიების მიერ ახალ სამიზნე ბაზრებზე პოზიციების გამყარებას, თუმცა ჩვენი აზრით, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა კომპანიების მხრიდან მეტად გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ინვესტიციების ზრდა.

ჩვენი აზრით, ბოლო წლებში, მზარდი დინამიკიდან გამომდინარე ამ ქვეყნებიდან, ინვესტიციების დაკარგვის შანსი შედარებით ნაკლებია. ასე რომ კომპანიებს ვურჩევთ, მეტად გაბედულები იყვნენ ახალ სამიზნე ბაზრებზე“, - ნათქვამია „გალტის“ კვლევაში.

მისივე თანახმად, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ახალი საექსპორტო ბაზრების მოთხოვნები განსხვავდება ტრადიციული ბაზრების მოთხოვნებისგან და მიმწოდებლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.

Galt & Taggart-მა შეისწავლა სხვადასხვა მომხმარებლების ქცევები და რჩევის სახით ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს, რომ მაგალითად ამერიკის და ბრიტანეთის დაინტერესება უნიკალური და პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინით არის შესაძლებელი, ასევე ჩინეთში მიზანშეწონილი იქნება „საფერავი“, „ალაზნის ველი“ და „ქინძმარაული“.