მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-იმ საქართველოს რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა

5f4a3fed69c94
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.20 15:38
1042
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ S&P-იმ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა. სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. S&P-იმ ეკონომიკის უპირატესობად ამ რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია.

სარეიტინგო სააგენტო 2020 წელს საქართველოში 6%-იან რეცესიას პროგნოზირებს. S&P აღნიშნავს, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, რომელიც მნიშვნელოვან დამსაქმებელს, ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მოხმარებისა და სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ანგარიშის თანახმად, საზღვრების გახსნის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება ნელი ტემპებით მოხდება, რამდენადაც კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების ნორმები. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება.

„S&P“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, 2020 წლის პირველ ნახევარში ზრდის მიუხედავად ინფლაცია 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ს ქვემოთ იყო. სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, დოლარიზაციის შემცირებისთვის გადადგმული რეგულაციური ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის სავალუტო მოწყვლადობის შემცირებისკენ არის მიმართული.