პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა. თუმცა, გააუარესა რეიტინგის მოლოდინი, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით “ნეგატიურია”.
S&P აღნიშნავს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, თუმცა ზრდაზე კვლავ უარყოფითი ეფექტი აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით არსებულ მაღალ გაურკვევლობას. გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო წერს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე ცუდად აისახოს.
“გადაუჭრელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ მმართველ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შესაძლოა შეასუსტოს რეფორმების მომენტუმი და ავნოს საერთაშორისო ინვესტორების აღქმას საქართველოს სტაბილურობასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიციის მიერ დაყენებული საპარლამენტო ბოიკოტის მიზეზი მათი განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე არსებული დარღვევებია. არჩევნების შემდგომ, აშშ-მა მხარეთა შორის დიალოგისთვის მედიატორის როლი შეითავსა.
ჩვენი მოსაზრებით სავარაუდოდ, არ მოხდება ოპოზიციის მიერ დაყენებული მოთხოვნის, ანუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დაკმაყოფილება, თუმცა ვფიქრობთ, რომ პოლიტიკურ კონსენსუს ჩაკეტილი წრის გარღვევა შეუძლია. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, რაც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა, ართულებს საქართველოში უახლოესი პოლიტიკური ვითარების განჭვრეტას, თუმცა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ახალი მთავრობის დღის წესრგი უცვლელი ჩანს,"- ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც S&P-ის შეფასებით რთულ ვითარებას ქმნის, საქართველო რუსეთს შორის არსებული გაყინული კონფლიქტებია.
“ჩვენ კვლავ ვხედავთ სირთულეებს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი კვლავ გაყინული კონფლიქტის სახით ნარჩუნდება საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენი შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში კონფლიქტი კვლავ გაყინული სახით შენარჩუნდება,”- ნათქვამია დოკუმენტში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა