მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ICCA პროექტს განახორციელებს

626d3a16d74d6
BM.GE
30.04.22 17:29
933
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” იწყებს პროექტს “გენდერულ ნიადაგზე ძალადობის და შევიწროების საკითხების პრევენცია და აღმოფხვრა სამშენებლო სექტორში”. პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სექტორში დასაქმებული ადამიანური რესურსების სპეციალისტები და ადმინისტრაციული პოზიციის მქონე პერსონალი გადამზადდებიან აღნიშნული მიმართულებით, რაც დაეხმარებათ მათ სამუშაო ადგილებზე გენდეგრძნობიარე და დაბალანსებული სამუშაო გარემოს შექმნაში.
პროექტის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება, თავად ჩაატარონ საკუთარ ორგანიზაციებში შეხვედრები, იმისათვის რომ აამაღლონ ცნობიერება სამუშაო ადგილებზე აღნიშნული საკითხების მიმართ და ხელი შეუწყონ ჯანსაღი და, შესაბამისად, ეფექტური სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებას.

პროექტი 3 მაისს გაიხსნება, ორდღიანი ტრენინგით და მას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, ნანა ყუფუნია გაუძღვებიან.

ეკატერინე სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე: “სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას და მათთვის არსებული მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგმა მოიცვა სამშენებლო სფერო, რომელიც მეტწილად კაცებით დომინირებულია და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გენდერული თანასწორობის საკითხების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება. მათ შორის, ქალთა დასაქმების ხელშეწყობის, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა თუ სექსუალური შევიწროების პრევენციის მიმართულებით.”

ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ანა საბახტარიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში ასევე, შეიქმნება ე.წ. გაიდლაინი, რომელიც გენდერულ ნიადაგზე ძალადობისა და შევიწროების რეაგირების მექანიზმებზე, პრევენციასა და აღმოფხვრას შეეხება: “გაიდლაინი განკუთვნილი იქნება სამშენებლო სექტორისათვის და მორგებული იქნება უშუალოდ დარგის სპეციფიკაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, საჭიროა სექტორისათვის, იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტის სამუშაო გარემო შევქმნათ სამუშაო ადგილებზე. მოხარული ვარ, რომ პროექტი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს გაუმჯობესებაში, გენდერული ასპექტების ჭრილში”- ამბობს ანა საბახტარიშვილი.

პროექტი ხორციელდება კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) მხარდაჭერით.

NS