26.იანვარი .2020 15:52

Samsung ფაილების სწრაფად გაზიარების ე.წ Quick Share-ის ფუნქციის ამოქმედებას გეგმავს

views 293
უკან

XDA Developers-ის ინფორმაციით, კორეული კომპანია Samsung ფაილების სწრაფად გაზიარების ე.წ Quick Share-ის ფუნქციის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც Galaxy-ის სერიის სმარტფონების მომხმარებლებისთვის იქნება.

Quick Share უნდა იყოს ალტერნატივა AirDrop-ის ფუნქციის, რომელსაც Apple-ს მომხმარებლები ფაილების ერთმანეთთან გაზიარებისთვის იყენებენ.

"სამსუნგი“ ცდილობს საკუთარი განვითარება Apple-ის შესაძლებლობებს დაამთხვიოს. უახლესი ფუნქცია Quick Share - AirDrop-ის მომავალი ალტერნატივა იქნება”, - წერს ინტერნეტ პორტალი.

ახალი ფუნქციის დამხარებით Galaxy-ს მფლობელები ფაილების გაგზავნას შეძლებენ არა მხოლოდ მათ კონტაქტებში იდენტიფიცირებულ პირებთან, არამედ - Samsung-ის ნებისმიერი სერიის მოწყობილობის მფლობელთან.

XDA Developers-ის წერს, რომ ფუნქციონალი გაითვალისწინებს 2 GB-მდე მოცულობის ფოტოების და ვიდეობის Samsung Cloud-ზე შენახვის შესაძლებლობას, რომელსაც ჭკვიან Samsung Smart Things-ს გადაცემს.  ახალი ფუნქცია, სავარაუდოდ, Galaxy S20-ის სერიის მოწყობილობებს უკვე ექნებათ.