მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SAMSUNG-ის მოგება 95%-ით შემცირდა

644a80ff50b8b
გიორგი თოლორდავა
27.04.23 18:30
1848
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანია Samsung-ის საოპერაციო მოგება 95%-ით შემცირდა. სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი კვარტალური შედეგები დააფიქსირა, რაც პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერულ მოწყობილობებზე მოთხოვნის შემცირებასთან.

მოგეხსენებათ, პანდემიური ბუმის პერიოდში კომპიუტერებზე, ჩიპებსა და სმარტფონებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, თუმცა ცხოვრების ნორმალური წესის დაბრუნებასთან ერთად, გაჯეტების ბუშტიც ჩაიფუშა, რაც ტექნოლოგიური კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა.

საერთო ჯამში, პირველ კვარტალში Samsung-მა 47 მილიარდ 600 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც შეეხება საოპერაციო მოგებას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა $478 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95%-ით ნაკლებია.

საგულისხმოა, რომ Samsung-ი მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონებით, ტელევიზორებისა და საყოფაცხოვრებო ნივთებითაა ცნობილი, თუმცა კომპანიის მთავარი შემოსავლის წყარო მიკროჩიპები და მეხსიერების ბარათებია, მათი გაყიდვები კი კატასტროფულადაა შემცირებული, პროდუქციის უდიდესი ნაწილი კი 70%-ითაა გაიაფებული, რაც სწორედ ამ არასახარბიელო შედეგებს განაპირობებს.

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა აღინიშნოს, რომ სმარტფონების გაყიდვებიდან მიღებული შემოსვლები 22%-ითაა გაზრდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Galaxy-ის სერია ისევ მოთხოვნადია, მათ შორის, გაზრდილია Samsung-ის ფლაგმანის, S23 Ultra-ს გაყიდვებიც, რომლის ფასიც საშუალოდ 1,200 დოლარს შეადგენს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.