მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებულმა ირანელმა კრიპტოტრეიდერებმა Binance-ით $8 მილიარდის ტრანზაქციები განახორციელეს

6369127ed3969
გიორგი თოლორდავა
07.11.22 18:26
597
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მტკიცებით, მსოფლიო უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი 2018 წლიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პროცესში და ის ირანელ მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ტრანზაქციები უპრობლემოდ განეხორციელებინათ.

დეპარტამენტის განმარტებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში Binance-ის მეშვეობით ირანელმა ტრეიდერებმა 8 მილიარდი დოლარის ტრანზაქციები განახორციელეს, მათი უმეტესობა კი კრიპტოვალუტა ტრონში განხორციელდა, რომელიც ანონიმურობის დაცულობის ყველაზე მაღალი სტანდარტით გამოირჩევა.

ზოგადად, Binance-ს არ აქვს აშშ-ის კანონმდებლობის პირდაპირ დაცვის ვალდებულება, თუმცა საერთაშორისო სანქციები ყველა უცხოურ საფინანსო კომპანიას ავალდებულებს, დაემორჩილონ წესებს და სანქცირებულ ქვეყანას რეგულაციების გვერდის ავლაში არ დაეხმარონ.

როგორც იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, Binance-ის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია და კომპანიას მალე ბრალიც ოფიციალურად წაეყენება.