04.დეკემბერი .2020 18:00

საპარტნიორო ფონდი ახალ აუდიტორს ეძებს - ტენდერის ღირებულება 5 მლნ ლარია

საპარტნიორო ფონდი ახალ აუდიტორს ეძებს - ტენდერის ღირებულება 5 მლნ ლარია
views 598
უკან

საპარტნიორო ფონდმა 2020 წლის ფინანსური აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფოს კუთვნილი ფონდი ტენდერის მეშვეობით მისი შვილობილი კომპანიების აუდიტის სერვისსაც შეისყიდის. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერის ფარგლებში აუდიტორულ კომპანიებს საკუთარი შეთავაზებების გაკეთება 30 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.

2019 წელს საპარტნიორო ფონდის და მისი შვილობილების აუდიტი დიდი ოთხეულის წევრმა "KPMG საქართველომ" ჩაატარა.

სატენდერო განაცხადის თანახმად, პრეტედენტს, იმისთვის, რომ ტენდერში შეძლოს მონაწილეობის მიღება, 2017-2019 წლების განმავლობაში, საშუალო შემოსავალი მინიმუმ 5 მილიონი ლარი უნდა ჰქონდეს.  შესაბამისად, ბაზარზე სულ რამდენიმე აუდიტორი რჩება, ვისაც პოტენციურად აღნიშნულ ტენდერში შეეძლება მონაწილეობა.

აუდიტორმა 5 მილიონ ლარად შემდეგი კომპანიების ფინანსური ანგარიშები უნდა მოამზადოს:

სს "საპარტნიორო ფონდი" - კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებისთვის - ვადა 2020 წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 1 სექტემბერი

სს "საქართველოს რკინიგზა" - კონსოლიდირებული: ვადა 2020 დასრულებიდან 90 დღე;
შპს “ჯორჯიან ტრანზიტი” - წლის დასრულებიდან 150 დღე
შპს “ჯიარ ტრანზიტ ლაინი” - წლის დასრულებიდან 150 დღე
შპს “ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები“ - წლის დასრულებიდან 150 დღე
შპს “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტი” - წლის დასრულებიდან 150 დღე
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" კონსოლიდირებული - წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 31 მაისი, ინდივიდუალური - წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 30 ივნისი, ფინანსური კოეფიციენტების ანგარიში - წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისი
შპს "გარდაბნის თბოსადგური" - წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 1 მაისი
შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" - წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 1 მაისი
შპს „საქართველოს გაზსაცავის კომპანია“ - წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 1 მაისი
სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" - წლის დასრულებიდან 120 დღე, სპეციალური აუდიტი - 1 დეკემბერი
შპს "ენერგოტრანსი" - წლის დასრულებიდან 120 დღე
სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" - წლის დასრულებიდან 120 დღე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა