მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგები 374 მილიონი ლარია - საპენსიო სააგენტო

6319fde0062c3
BM.GE
09.09.22 09:45
668
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით 37.67%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.92% შეადგინა.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ფონდმა აშშ დოლარის შესყიდვა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო და 31 აგვისტოს მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.9% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.1% - ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 6.5% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 8.9% - ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% - აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.0% - გლობალურ აქციებში, 1.0% - ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.9% არის განთავსებული.

2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 2.62 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 374 მილიონი ლარია.