საქართველოს საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა აქტივების ინვესტირების მიმართულებით არის მაღალი ინფლაცია, რის საპასუხოდაც საპენსიო სააგენტო უცხოურ აქციებში ინვესტირების ზრდას გეგმავს.
გოგა მელიქიძის თქმით, ამჟამად დანაზოგების ნაწილი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული, რომლის დაფარვის შემდეგაც ამ თანხას უცხოურ საფონდო ინდექსებში გადაიტანენ.
ამჟამად საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ინვესტირებული. ბოლო ორი თვეა საპენსიო სააგენტომ უცხოური აქტივების შეძენა დაიწყო, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7.3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული.
“მონაწილეთა საპენსიო შენატანებს არაფერი ემუქრება. ფონდი განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ოპერირებას და ზრდას. მაისის ბოლოს მდგომარეობით, ფონდი 3.1%-ით არის გაზრდილი წლის დასაწყისიდან დღემდე, იმ პერიოდში როდესაც უცხოური ანალოგიური ფონდები შემცირებულები არიან თავისი ღირებულებით. დასავლურ ეკონომიკებში 18% აქვთ დაკარგული, ხოლო აზიის ეკონომიკებში 8-9%. გლობალური ბაზრები და გლობალური აქტივების კლასები მნიშვნელოვნად შემცირდნენ ფასში. ჩვენ შემთხვევაში, მიუხედავად ინფლაციისა ზრდას ვაგრელებთ. აქ საუბარია რეალურ ამონაგებზე, როგორც თქვენ თქვით.
რეალური ამონაგები არის მსყიდველუნარიანობა ფონდის და სწორედ ამ მიმართულებით არის დაწოლა მის ამონაგებზე. ფონდი მომგებიანობას ზრდის, მაგრამ ინფლაცია კიდევ უფრო მეტად იზრდება.
რომ დაიკავოს ეს წნეხი, ვახდენთ გლობალურ დივერსიფიკაციას, პორტფელის დაახლოებით 19.2% დოლარში გადავიტანეთ, ამ ალოკაციის ნახევარი აქციებშია უკვე ინვესტირებული, დანარჩენი ნახევარი ინვესტირებულია ამერიკის სახაზინო ობლიგაციებში, მათ თვის ბოლოს გაუვა ვადა და ისინიც ინვესტირდება გლობალურ აქციებში. საუკეთესო ფორმულა რომ გლობალური ინფლაცია მოთოკო და დაიკავო ამონაგები საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში აჯობო და დააზღვიო და შეინარჩუნო ამონაგები არის ის, რომ წახვიდე აქციებში. ეს არის ის ტაქტიკა, რომელსაც ვინარჩუნებთ,”- გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა გოგა მელიქიძემ.
დღეის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში 2.43 მილიარდი ლარის აქტივები ინახება. ამ თანხიდან 2.07 მილიარდი ლარი მოქალაქეთა საპენსიო შენატანებია, 360 მილიონი ლარი კი მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო.
ამჟამად საპენსიო სააგენტოში 1.3 მილიონი ადამიანის დანაზოგები ინახება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს