მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

638dc011c8409
თათია კაკიაშვილი
05.12.22 13:44
13077
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო რისკებს თავი აარიდოს. 

“ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში თანხა დავაბანდეთ კორპორაციულ ობლიგაციებში. ჩვენ საქართველოში ვყიდულობდით სახაზინოებს, საბანკო დეპოზიტებს, მიმდინარე ანგარიშებს, სუვერენულ ობლიგაციებს, ეს იყო პირველი ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც შევიძინეთ. ეს არის კარგი საპენსიო ფონდისთვის, მისი საინვესტიციო დინამიკისთვის, მეორე მხრივ, კარგია ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, გარკვეული სტიმულია და სიგნალია სხვა პოტენციური ემიტენტებისთვის, რომ უფრო მეტად განიხილონ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები და გამოუშვან,” - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.

მელიქიძის თქმით, საპენსიო სააგენტო მეორად ბაზარზე ობლიგაციებს პერმანენტულად აკვირდება, თუმცა მათი ლიკვიდობა ძალიან დაბალია.