მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს სკოტ ბესენტი სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე არსებულ ვითარებას?

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე არსებული რყევების შესახებ შეშფოთება უარყო და ინვესტორებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

Reuters-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეროვნული ვალის ზრდისა და ობლიგაციების შემოსავლიანობის მატების შესახებ არსებული ეჭვები ამერიკული ეკონომიკის სიმტკიცესა და ფისკალურ პერსპექტივებს სათანადოდ ვერ აფასებს. ბესენტის თქმით, წელს აშშ-ის ობლიგაციების ბაზარმა გლობალურ ანალოგებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, რაც ინვესტორთა შეშფოთების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს უარყოფს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ობლიგაციების შემოსავლიანობაზე ირანის კონფლიქტით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასებმა და ინფლაციურმა ზეწოლამ იქონია გავლენა. ხაზინის მდივანი ელის, რომ ეს ფაქტორები დროთა განმავლობაში შენელდება და ვოლატილობაც შემცირდება.

რაც შეეხება ფისკალურ მდგომარეობას, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ აშშ ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის მიუხედავად ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც მას სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით უპირატეს პოზიციაში აყენებს.

ამასთან, ხაზინის მდივანმა უარყო ცენტრალური ბანკების წარმომადგენელთა კრიტიკა ობლიგაციების გამოსყიდვის მოცულობის $4 მილიარდამდე გაზრდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხაზინის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ ინტერესებთან და ის აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები