18.იანვარი .2022 13:42

საქართველო $26 მილიონად 46 ჯაველინის გამშვებს და რაკეტებს ყიდულობს

საქართველო $26 მილიონად 46 ჯაველინის გამშვებს და რაკეტებს ყიდულობს
views 4029
უკან

საქართველო ამერიკული ანტისატანკო სარაკეტო სისტემის - "ჯაველინის" ახალი პარტიის შესყიდვას გეგმავს - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილი განაცხადიდან (SMP220000157) ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, საუბარია 26.2 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების შეძენაზე, მათ შორის:

• „JAVELIN“-ის რაკეტა კონტეინერით FGM-148E - 82 ერთეული;
• „JAVELIN“-ის გამშვები დანადგარი - 46 ერთეული;
• ტანკსაწინააღმდეგო ინერტული რაკეტა - 46 ერთეული;
• ასევე თანმდევი აღჭურვილობა და მომსახურება.

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს GG-B-UDW ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, GG-Q-3QT, GG-Q-3QS, GG-B-1BB ანგარიშებსა და GG-B-ZZY, GG-B-UDH ქეისებზე დარჩენილი თანხებით, საერთო ღირებულებით - 26 246 866.00 აშშ დოლარი", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში. 

საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა. 

მაშინ თავდაცვის სამინისტრომ FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი დოლარი გადაიხადა. 

ჯაველინს Raytheon & Lockheed Martin 1996 წლიდან აწარმოებენ. დღეის მდგომარეობით, 40 000 გამშვები მოწყობილობაა დამზადებული. ჯაველინის გამშვები სისტემის წონა 23 კილოგრამია, რაკეტის წონა კი 8.4 კილოგრამს შეადგენს. ელექტრონული საძიებო სისტემით აღჭურვილი რაკეტის სროლის მანძილი 4.75 კილომეტრია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა