მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო აშშ-ისგან საჩუქრის სახით 27,000 ტონა ხორბალს მიიღებს

5eb584540eddd
შოთა ტყეშელაშვილი
08.05.20 19:40
1445
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით, 27,000 ტონა ხორბალს მიიღებს - ამის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დღეს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა. 

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოს დამატებით 27 ათას ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს.

"აშშ-მ დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან საზოგადოებას პანდემიასთან გამკლავებაში", - ამბობს კელი დეგნანი.



შეგახსენებთ, რომ აშშ-სგან საქართველომ 2019 წლის დეკემბერში 27 ათასი ტონა ხორბალი უკვე მიიღო.

საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ყიდულობს, თუმცა იმის გამო, რომ ევრაზიული კავშირის მიერ ამ საქონლის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა არის დაწესებული, პირველ ივლისამდე ქვეყანა ხორბალზე მოთხოვნას სხვა წყაროებიდან ავსებს.