მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ზედაპირულად არ უნდა მოხდეს - დეგნანი

641eb50200a8c
მარიამ ვარადაშვილი
25.03.23 12:46
536
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგანინი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე ერთობლივი მუშაობაა საჭირო. როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს უთხრა, ქვეყნის შიგნით დაპირისპირება უნდა დასრულდეს და დაიწყოს ერთობლივი მუშაობა მათ შესასრულებლად.

“კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება დამოუკიდებულია იმაზე შეასრულებს თუ არა საქართველო რეკომენდაციებს. ევროკავშირმა საკმაოდ ნათლად განუსაზღვრა საქართველოს გზამკვლევი ინტეგრაციის გზაზე. მისი შესრულება ეს დამოკიდებულია ყველაზე, პარლამენტზე, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ეს ერთი ადამიანის პროექტი არ არის, ეს საქართველოს ყველა მოქალაქისა და არჩეული ლიდერების ამოცანაა. ისინი უნდა გაერთიანდნენ ამ პროცესში. უნდა შეწყდეს ერთმანეთთან დაპირსპირება და მეტი დრო უნდა დაუთმონ ერთობლივ მუშაობას ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. ეს რეფორმები არა ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად უნდა განხორციელდეს. სწორედ ეს სურს ევოკავშირს ნახოს რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების. ვიმედოვნებ, მთავრობა ხალხს მოუსმენს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს”,-ამბობს დეგნანი.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. განაცხადი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში იქნა წარდგენილი. უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ამასთან, კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები