მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ჩინეთმა ერთმანეთთან $494 მლნ ივაჭრეს - რა ვიყიდეთ და რა გავყიდეთ

5eecd21524992
ვიქტორია მღებრიშვილი
19.06.20 18:45
1862
საქართველო-ჩინეთს შორის 2020 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ 494.0 მლნ დოლარი შეადგინა და ჩინეთი თურქეთთან და რუსეთან ერთად საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მოხვდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც საქონლის ექსპორტი მიმდინარე წლის 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოთან შედარებით 71%-ით გაიზარდა და 168.4 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წლის იანვარ-მაისი - 48.9 მლნ დოლარი).

აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გასული უმსხვილესი საქონლიდან კლება ღვინოებსა და სამედიცინო ხელსაწყო-მოწყობილობებში ფიქსირდება, სხვა პროდუქტების ექსპორტი კი, გაზრდილია.

რა გავყიდეთ ჩინეთში - TOP-5 საქონელი 

• სპილენძის მადნები - 131.1 მლნ დოლარი, 88 528.1 ტონა (2019 წ. იანვარ-მაისი - 29.3 მლნ დოლარი, 18 812.6 ტონა)
• ძვირფასი ლითონები და მადნები - 20.7 მლნ დოლარი, 9 007.9 ტონა (2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი არ ყოფილა);
• ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.0 მლნ დოლარი, 1 294.9 ტონა; (7.5 მლნ დოლარი, 2 169.0 ტონა);
• ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 2.7 მლნ დოლარი, 8.6 ტონა (6.4 მლნ დოლარი, 31.3 ტონა);
• კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 2.3 მლნ დოლარი, 982.3 ტონა (1.2 მლნ დოლარი, 722.0 ტონა).

რაც შეეხება იმპორტს, ჩინეთიდან იმპორტი 21.2%-ით შემცირდა და 274.7 მლნ დოლარი შეადგინა. 2020 წლის იანვარ-მაისში ჩინეთში ნაყიდი უმსხვილესი საქონლიდან გაიზარდა ტანსაცმლის თარგების ჩათვლით მზა ნაწარმისა და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების იმპორტი.

რა ვიყიდეთ ჩინეთისგან - TOP-5 საქონელი:

• ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 10.0 მლნ დოლარი (12.5 მლნ დოლარი);
• რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 6.6 მლნ დოლარი (8.7 მლნ დოლარი);
• მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 5.4 მლნ დოლარი (892.0 ათასი დოლარი);
• პოლიაცეტალები, პოლიეთერები პირველადი ფორმებით - 5.3 მლნ დოლარი (11.1 მლნ დოლარი);
• სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 5.2 მლნ დოლარი (1.0 მლნ დოლარი).

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.8%-ით შემცირდა და 4.2 მლრდ დოლარი შეადგინა.