მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რუსულ ნავთობზე გადაეწყო

634fb97ed961c
შოთა ტყეშელაშვილი
19.10.22 12:53
1252
საქართველო წარსულში ნავთობის უდიდეს ნაწილს რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ყიდულობდა, თუმცა 2022 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა რუსულ საწვავზე გადაერთო. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ქვეყანამ 149 მილიონი დოლარის ნავთობი შეიძინა, აქედან 94 მილიონი დოლარი, ანუ 63% რუსულ საწვავზე მოდიოდა. შედარებისთვის აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში რუსეთის წილი ნავთობის იმპორტში 16%-ს შეადგენდა.

მთლიანად 2022 წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთიდან 431 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 348%-ით მეტია.

სექტემბერში საქართველოს მიერ შესყიდული ნავთობი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

1. რუსეთის ფედერაცია - $93.6 მილიონი (94.4 ათასი ტონა), წილი მთლიან იმპორტში 63%;
2. რუმინეთი - $19 მილიონი (19 ათასი ტონა), წილი მთლიან იმპორტში 13%;
3. ბულგარეთი - $10.2 მილიონი (10 ათასი ტონა), წილი მთლიან იმპორტში 7%
4. თურქმენეთი - $9.8 მილიონი (9.2 ათასი ტონა), წილი მთლიან იმპორტში 7%.

რაც შეეხება საშუალო ფასს, საქართველოს მიერ სექტემბერში შესყიდული რუსული საწვავის საშუალო ფასი ტონაზე $991 დოლარი იყო, რუმინული საწვავის ფასი ტონაზე $1000 დოლარი; ბულგარულის $985 დოლარი, ხოლო თურქმენული საწვავის ფასი 1,060 დოლარი იყო.