მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა უნდა გავაორმაგოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

60b885852e735
ინგა მურუსიძე
03.06.21 11:37
566
უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ-ათეულში შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში იმყოფება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ქვეყნის მთავარი ამოცანაა, რომ გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და უკრაინას შორის.

„ჩვენ განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები. შევთანხმდით, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით გააქტიურება. უკრაინა არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომელიც ტოპ ათეულში შედის და ჩვენ დღეს დავისახეთ ამოცანა, რომ გავაორმაგოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე აღვნიშნეთ, რომ აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვადასხვა პროექტის მიმართულებით. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს უკრაინიდან და ყოველთვის მოხარული ვიქნებით მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, არსებობს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტად გაძლიერდეს ქვეყნებს შორის არსებული ისედაც ძლიერი ურთიერთობები.

„მინდა შევაჯამო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა მექანიზმი, ყველა ძალიან ძლიერი ფუნდამენტი იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტად გავაძლიეროთ ჩვენს შორის არსებული ისედაც ძალიან ძლიერი ურთიერთობები და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.