მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის

6149abde9302b
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 16:00
838
ავტოექსპორტის მოცულობა თანდათონობით კრიზისამდელ ნიშნულს უახლოვდება. 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე 38,961 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რომელთა საერთო ღირებულებაც $293.4 მილიონი დოლარი იყო.

საქსტატის თანახმად, ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა წინა წელთან შედარებით - 52%-ით, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 12%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოსთვის ავტოექსპორტის მთავარი ბაზარი აზერბაიჯანია, სადაც ძირითადად მეორადი ავტომობილები გადის. წელს აზერბაიჯანში ექსპორტირებულია $163 მილიონის ღირებულების 24,508 ერთეული მსუბუქი ავტომობილი. აზერბაიჯანში ექსპორტზე გასული ერთი საშუალო ავტომობილის ღირებულება $6,661 დოლარს შეადგენს. შედარებით უფრო მაღალია ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ღირებულება არაბთა გაერთიანებული საამიროებში, სადაც საქართველოდან გასული ავტომობილის საშუალო ფასი $61,988 დოლარია, თუმცა ჯამურად, ექსპორტის მოცულობა UAE-ში მხოლოდ $5.8 მილიონი დოლარია.

ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, მათი ჯამური ღირებულება და ერთეულის საშუალო ფასი ასე ნაწილდება:

1. აზერბაიჯანი - ექსპორტის მოცულობა $163.3 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 24,508, ერთეულის საშუალო ფასი - $6,661
2. უკრაინა - ექსპორტის მოცულობა $60.3 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 8,602, ერთეულის საშუალო ფასი - $7,010
3. ბელგია - ექსპორტის მოცულობა $14.5 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 296, ერთეულის საშუალო ფასი - $49,152
4. რუსეთი - ექსპორტის მოცულობა $10.9 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 1,669, ერთეულის საშუალო ფასი - $6,506
5. ყაზახეთი - ექსპორტის მოცულობა $9.6 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 738, ერთეულის საშუალო ფასი - $13,036
6. ყირგიზეთი - ექსპორტის მოცულობა $8.1 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 974, ერთეულის საშუალო ფასი - $8,344
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - ექსპორტის მოცულობა $5.8 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 94, ერთეულის საშუალო ფასი - $61,988
8. ტაჯიკეთი - ექსპორტის მოცულობა $5.0 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 677, ერთეულის საშუალო ფასი - $7,328
9. მოლდოვა - ექსპორტის მოცულობა $4.2 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 526, ერთეულის საშუალო ფასი - $7,983
10. სომხეთი - ექსპორტის მოცულობა $2.9 მილიონი, ავტომობილების რაოდენობა 354, ერთეულის საშუალო ფასი - $8,095

2020 წლამდე საქართველოსთვის ავტოექსპორტში აზერბაიჯანის მსგავსად მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი იყო სომხეთიც, თუმცა "საბაჟო კავშირის" საგადასახადო ცვლილებების გამო, ქართველი ავტოდილერებისთვის სომხეთის ბაზარმა მიმზიდველობა დაკარგა.