მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე - რეიტინგი

63ca5a2a21bc8
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.23 14:07
1446
2022 წელს საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 903 მილიონი დოლარის ღირებულების 80 ათასი ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 98%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $11.3 ათასი დოლარი იყო.

ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 308 მილიონი დოლარის ღირებულების 30.4 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა სომხეთი სადაც ავტოექსპორტი რეკორდული ტემპით (2,198%-ით) გაიზარდა და $145 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა უკრაინა, სადაც ომის მიუხედავად ავტოექსპორტი 36%-ით, $120 მილიონამდე გაიზარდა. $76 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტი რუსეთშიც. 

ავტოექსპორტის 2022 წლის სტატისტიკა:

1) აზერბაიჯანი $308 მლნ, 30,452 ავტომობილი, ზრდა 24%, საშუალო ფასი $10 ათასი;
2) სომხეთი $145 მლნ, 11,932 ავტომობილი, ზრდა 2198%, საშუალო ფასი $12 ათასი;
3) უკრაინა $120 მლნ, 12,673 ავტომობილი, ზრდა 36%, საშუალო ფასი $9 ათასი;
4) ყაზახეთი $104 მლნ, 7,352 ავტომობილი, ზრდა 345%, საშუალო ფასი $14 ათასი;
5) რუსეთი $76 მლნ, 5,395 ავტომობილი, ზრდა 338%, საშუალო ფასი $14 ათასი;
6) ყირგიზეთი $71 მლნ, 7,441 ავტომობილი, ზრდა 301%, საშუალო ფასი $10 ათასი;
7) ბელგია $25 მლნ, 540 ავტომობილი, ზრდა 42%, საშუალო ფასი $46 ათასი;
8) ტაჯიკეთი $17 მლნ, 2,610 ავტომობილი, ზრდა 136%, საშუალო ფასი $7 ათასი;
9) არაბთა გაერთიანებული საამიროები $11 მლნ, 153 ავტომობილი, ზრდა 24%, საშუალო ფასი $73 ათასი;
10) ბელარუსი $6 მლნ, 230 ავტომობილი, ზრდა 6186%, საშუალო ფასი $28 ათასი;

საქსტატის თანახმად, საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, რაც $73 ათასს შეადგენს, ყველაზე დაბალი 7 ათასი დოლარის საშუალო ფასი კი ტაჯიკეთშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები