მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ფონდი რეგიონში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას სომხეთისთვის პროგნოზირებს

643563563101b
BM.GE
11.04.23 17:41
871
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, რაც ფონდის წინა პროგნოზის ანალოგიურია. 

სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზირებული 4% უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც 2023 წლისთვის 5%; 2024-ში კი 5.2%-ს შეადგენს. 

ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონში რიგით მეორე პოზიციას იკავებს, რითიც ის სომხეთს ჩამორჩება, რომლისთვისაც ფონდი წელს 5.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. 

რეგიონის ქვეყნებისთვის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

• რუსეთი - 0.7%-იანი ზრდა (2022-ში ვარდნა 2.1%);
• უკრაინა - -3%-იანი ვარდნა (2022-ში ვარდნა 30.3%);
• აზერბაიჯანი - 3%-იანი ზრდა(2022-ში ზრდა 4.6%);
• სომხეთი - 5.5%-იანი ზრდა (2022-ში ზრდა 12.6%);
• თურქეთი - 2.7%-იანი ზრდა (2022-ში ზრდა 5.6%);
• საქართველო - 4%-იანი ზრდა (2022-ში 10.1%);

IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები