მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი წელს აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, რუსეთსა და უკრაინაში?

აზერბაიჯანი ბაქო

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის მოლოდინები განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. შესაბამისად, ეს 2023 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე 6.5%-ზე (მსოფლიო ბანკი) 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით საქართველოს პროგნოზი მის ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით უფრო მაღალია.

რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ზრდასთან დაკავშირებით ასე ნაწილდება:

საქართველო - 4.8%-იანი ზრდა;

სომხეთი - 4.7%-იანი ზრდა;

აზერბაიჯანი - 2.4%-იანი ზრდა;

თურქეთი - 3.1%-იანი ზრდა;

უკრაინა - 3.2%-იანი ზრდა;

რუსეთის ფედერაცია - 1.3%-იანი ზრდა.

საქართველოს შემთხვევაში ზრდის მოსალოდნელი შენელება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მიგრაციული ეკონომიკური ბუსტის შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა რომ 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6.5%-მდე შემცირდა, რაც მათ შორის მაღალი საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობა 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბიუჯეტიც ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მოლოდინზე უფრო ოპტიმისტურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები