მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება.

შესაბამისად, მსოფლიო ბანკი საქართველოსთან მიმართებით შედარებით უფრო კონსერვატიულ პროგნოზს ინარჩუნებს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც მარტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა. რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს მთავრობამაც, რომელიც 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-ის ნაცვლად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ზრდასთან დაკავშირებით ასე ნაწილდება (შედარებულია 2024 წლის იანვრის პროგნოზს):

საქართველო - 5.2%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.4პპ-ით;

სომხეთი - 5.5%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 0.8პპ-ით;

აზერბაიჯანი - 2.3%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუარესდა 0.1პპ-ით.

თურქეთი - 3%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუარესდა 0.1პპ-ით;

უკრაინა - 3.2%-იანი ზრდა, პროგნოზი უცვლელია.

რუსეთის ფედერაცია - 2.9%-იანი ზრდა, პროგნოზი გაუმჯობესდა 1.6პპ-ით.

რაც შეეხება ფაქტობრივ მაჩვენებლებს, 2024 წლის 4 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები