მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველები და ხორცი პირველად გავიდა ექსპორტზე - სეს

61f15cb67c255
მარიამ ვარადაშვილი
26.01.22 18:41
543
სურსათის ეროვნული სააგენრტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოდან იორდანიაში 11 110 სული წვრილფეხა და 350 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა. გასულ წელს კი, ასევე პირველად, განხორციელდა ხორცის ექსპორტიც.

უწყების ცნობითვე, იორდანიის ბაზრის გახსნას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინტენსიური მოლაპარკებების პროცესი იორდანიის შესაბამის სამსახურებთან. შედეგად, მხარეებს შორის ხელი მოეწერა და შეთანხმდა ვეტერინარული სერტიფიკატები.

2021 წელს, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, კატარში , ბაჰრეინსა და ერაყში 339 573 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა.