მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგიერთი კომპანიის წარმოებულ გაყინულ ქათამში წყლის გადამეტებული შემცველობა აღმოჩნდა - სეს-ი

64632ba99d89c
ინგა მურუსიძე
16.05.23 11:15
1205
სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რაც სურსათის შემოწმებას ეხება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის სამ თვეში შემოწმდა გაყინული ფრინველის ხორცში წყლის დონის კვლევა.

შემოწმებულია სამეგრელოში გაყინული ფრთა - "ბიბილო", ასევე სამეგრელოში მთლიანი ქათამი „ქესქინოღლუ“, სამეგრელოში გაყიული ქათმის დრამსტიკი(თეფშზე), გაყინული ქათამი „HASTABUK”, თბილისში - "კოდა ბროილერი", თბილისში - ქათმის ბარკალი „SANDERSON FARMS”, თბილისში - 1 ხარისხის გაყინული ბროილერი “Qualiko”, აჭარა - გაყინული ბროილერის ფრთა ,,Qualiko', აჭარა - გაყინული ქათამი ,,LEZITA'' "გაყინული ქათმის ნაჭერი -ფრთა "LEZITA“, აჭარა - გაყინული - ქათმის ბარკალი BAKPI, კახეთი - გაყინული - ქათმის ტანხორცი „BUPILIC“, კახეთი - ქათმის ტანხორცი გაყინული.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დარღვევა (გაყინული ქათმის ხორცში და ქათმის ცალკეულ ნაჭრებში წყლის შემცველობის განსაზღვრა) არის აღმოჩენილი რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტში და მათ ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა დაევალათ: ესენია „ბიბილო“, კოდა ბროილერი და ქათმის ბარკალი „SANDERSON FARMS”. სამივე მათგანს დარღვევის ოქმი გამოუწერეს მარტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები