მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ირანის მიმართულებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

5e1592fcee53a
თამუნა ქემერტელიძე
08.01.20 12:38
1251
საქართველოდან ირანის მიმართულებით ფრენები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც bm.ge-ის Tav Georgia-ში განუცხადეს, თეირანიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს 2 ავიაკომპანია (Taban Airlines - კვირაში 4-ჯერ; Qeshm Air-ყოველდღიურად) ასრულებს და ამ ეტაპზე რეისები არ გაუქმებულა.


შეგახსენებთ, ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა წუხელ განახორციელა. მოგვიანებით, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანის და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები აეკრძალათ. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც ირანმა, 8 იანვარს, ერაყში მდებარე აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.