მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან მინსკში განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

5f3a2c7100330
BM.GE
17.08.20 11:03
1736
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოდან განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:

"ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მ.წ. 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში. ბოლო დღეებში ბელორუსის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ. ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელორუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს", – წერია განცხადებაში.