მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედს ვიტოვებთ, სახდეპი წარმოადგენს მტკიცებულებებს ან გადახედავს გადაწყვეტილებას“ - დარჩიაშვილი ბლინკენს

642ea0860cb62
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.23 14:36
451
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, ქართველ მოსამართლეთა სანქცირების შესახებ მიმართავს.

ქვეყნის პირველი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირების გადაწყვეტილების მიღების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენს ან თავის გადაწყვეტილებას გადახედავს. ილია დარჩიაშვილი ბლინკენისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობას დააზიანებს.

ვრცელ წერილში საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებული მდგომარეობას აფასებს და „ქართული ოცნების“ მმართველობაში მოსვლის შემდეგ გატარებულ რეფორმებს ახსენებს.

„ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, - წერს ილია დარჩიაშვილი.

ცნობისთვის: "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები