მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან "ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტმა" ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე გაიტანა

6244642b2c276
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.22 22:23
1849
International Institution of Heliciculture in Tbilisi-მა ფერმერებთან ერთად ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე იტალიაში გაიტანა.

BM.GE-სთან საუბრისას ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტის გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა რობაქიძე აღნიშნავს, რომ ეს საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტის პირველი შემთხვევაა.

„იტალიური კომპანია Lumacheria Italiana-ს მიერ საქართველოში გახსნილმა ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტმა იტალიაში 3 ტონამდე ლოკოკინის პირველი პარტია გაგზავნა. 2022 წლის ბოლომდე ჩვენი ინსტიტუტი იტალიაში კიდევ 150 ტონამდე ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტს გეგმავს. ამ მოცულობის ექსპორტის განხორციელება, ინსტიტუტის პარტნიორ ფერმერებთან თანამშრომლობით იგეგმება. დარწმუნებულები ვართ, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და ჩვენი ერთგული ფერმერების ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველო ძალიან მალე გახდება ლოკოკინების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა ლაშა რობაქიძემ.

ლოკოკინების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ჰელისიკულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი პარტნიორ ფერმერებთან ერთად ლოკოკინის მოშენებას „კერასკოს“ მეთოდით ახორციელებს, რაც ლოკოკინის გამრავლება-წარმოებას მაქსიმალურად ბუნებრივ პირობებთან დაახლოებულ გარემოში გულისხმობს. ამის გამო მათ მიერ წარმოებული პროდუქტი პრემიუმ ხაზს განეკუთვნება და ამ ხარისხის, ცოცხალი 1 კგ ლოკოკინის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე დღეს 5 ევროზე მეტია.

„ჩვენ პარტნიორი კომპანია, იტალიაში ლოკოკინის 166 სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, როგორც მეხორცული, ასევე კოსმეტიკური, ფარმაცევტული, სპა და სხვა მიმართულებით. ექსპორტის შემდეგ Lumacheria Italiana საქართველოში მოყვანილი ლოკოკინის გადამუშავებას და საბოლოო პროდუქტის წარმოებას ახდენს“, - განმარტა ლაშა რობაქიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ლოკოკინების ექსპროტზე გატანა უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ლოკოკინების მწარმოებელი იტალიური კომპანია “კერასკო” (Istituto Internazionale di Elicicoltura di Cherasco) ავრცელებს, რომელიც 2021 წლიდან საქართველოს ბაზარზეც ოპერიებს და ფერმერებში ლოკოკინის წარმოების მეთოდს ნერგავს, შემდგომ კი პროდუქტის რეალიზაციას უზრუნველყოფს.

როგორც “კერასკოს” გაყიდვების უფროსი ლაშა რობაქიძე bm.ge-სთან განმარტავს, ექსპორტის საკითხზე ევროკავშირთან მუშაობა 2021 წლის აგვისტოდან დაიწყეს, პასუხად კი მიიღეს ის, რომ საქართველო შუამავალი ქვეყნების დახმარების გარეშე, ცოცხალ ლოკოკინას როგორც ადამიანის საკვები მოხმარების პროდუქტს, ისე გაიტანს.