ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საუდის არაბეთის ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
როგორც bm.ge-ს ეკონომიკისა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.
„2020 წლის იანვარი - ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 3-ჯერ, ხოლო ექსპორტი 9-ჯერ, 818 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში, 2009 – 2019 წლებში საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი კვარტალში ინვესტიციების ოდენობა საუდის არაბეთიდან 25-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტის ტექსტზე ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.
ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო დაინტერესებულია, რომ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღინიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და არაბული ქვეყნების თანამშრომლობის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო წლებში მზარდი ვაჭრობისა, არსებული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით არსებობს მეტი შესაძლებლობები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ინტერესი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების პროცესის გააქტიურების შესახებ“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე მომავალი არჩევნების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. 2019 წელს საუდის არაბეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების მიხედვით ტოპ-15 ქვეყნიდან მე-12 ადგილზე იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ