28.მაისი .2022 20:30

საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა სწრაფად იზრდება

საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა სწრაფად იზრდება
views 1328
უკან

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთში 261,400 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ტურისტულ კომპანია “ჩექ ინ თრეველში”, bm.ge-ის განუცხადეს, რომ მაისში წინა წელთან შედარებით უცხოეთში სამოგზაუროდ წასულ ქართველთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ია გედევანიშვილი აღნიშნავს, რომ ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები მოგზაურობენ არის თურქეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ევროკავშირი.


“პანდემიის შემსუბუქებასთან ერთად ქართველების მხრიდან უცხოეთში დასვენებაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოდან სამოგზაუროდ ბევრი ტურისტი გადის. პრაქტიკულად გასაყიდი ადგილები აღარ დაგვრჩა და რეისებიც შევსებულია, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს წელი მსოფლიოში ტურისტული თვალსაზრისით სავარაუდოდ ძალიან კარგი იქნება. უცხოეთში ქართველების მხრიდან ექსკურსიული ტურები საკმაოდ მოთხოვნადი ხდება. ჩვენი ტრადიციული ბაზრების გარდა უზბეკეთის ბაზრის ათვისებასაც ვგეგმავთ. იქ სანახავიც ბევრია და სამზარეულოც არაჩვეულებრივი აქვთ. ჩვენ ეს ბაზარი ძირეულად შევისწავლეთ და ტურების გაყვანას შემოდგომიდან დავიწყებთ.” - განაცხადა ია გედევანიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 285.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 318.8 ლარი შეადგინა. სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (31.2 პროცენტი) მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა