მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ტურიზმის ნაკადები გაიზრდება - გიორგი კაკაურიძე

ტურიზმი

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად, ტურიზმი გაიზრდება. მან ამის შესახებ დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის კლების მიზეზებზე ისაუბრა.

"ტურიზმში კლება გამოწვეულია ირანის მიმართულებით და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან, რამაც გარკვეულწილად ფრენებიც შეაფერხა, შემდეგ უსაფრთხოების ნაწილიც იყო გარკვეულწილად, რომ ერიდებოდა ხალხი აქტიურ ტურიზმში ჩართულობას. საბოლოო ჯამში, ზრდა ამ მიმართულებით მაინც გვაქვს, თუმცა თავდაპირველად, ჩვენც და სხვა საფინანსო ინსტიტუტებსაც, როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, მოლოდინი გვქონდა, რომ ტურიზმის ნაწილზე იქნებოდა უარყოფითი გავლენა და შემცირება იქნებოდა მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს ყველაფერი დასტაბილურდებოდა. შემცირება რეალურად ძალიან მიზერულია, თითქმის არ არის, იგივე დონეზეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდია ზრდა რომ არ არის. შემცირება რომ არ არის, აჩვენებს იმას, რომ როგორც კი სიტუაცია იქნება დასტაბილურებული და მშვიდი, ამ შემთხვევაში უკვე მოლოდინია, რომ ტურიზმის ნაკადები დაუბრუნდება წინა დონეს და ამავდროულად გაიზრდება, ეს ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პოტენციალი არსებობს",- განაცხადა მინისტრი მოადგილემ.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით 2 734 504-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები