ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები 4.5%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტები 2.7%-ით შემცირდა.
მეორე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1 564 142 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5%-იანი კლებაა. ვიზიტორების კლებაზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირებამ იქონია, რის გამოც ირანიდან ვიზიტები 49%-ით, ხოლო ისრაელიდან თითქმის 12%-ით შემცირდა. კლება ასევე ფიქსირდება თურქეთიდან, სომხეთიდან და აშშ-დან.
Top-15 ქვეყანა, საიდანაც მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი შედგა:
- რუსეთი - 380 108 (მატება 5%)
- თურქეთი - 287 012 (კლება 6.9%)
- სომხეთი - 199 577 (კლება 5%)
- ისრაელი - 79 884 (კლება 11.6%)
- აზერბაიჯანი - 73 774 (მატება 4.7%)
- ყაზახეთი - 44 943 (მატება 9.4%)
- უკრაინა - 39 131 (მატება 21.3%)
- ჩინეთი - 33 942 (მატება 3.2%)
- ბელარუსი - 29 316 (მატება 1.5%)
- გერმანია - 26 841 (მატება 21%)
- პოლონეთი - 25 855 (მატება 10%)
- უზბეკეთი - 19 769 (მატება 2.8%)
- ირანი - 15 640 (კლება 48.6%)
- აშშ - 14 176 (კლება 3.3%)
- გაერთიანებული სამეფო - 13 320 (მატება 7.4%)
2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 1 275 435 ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც წლიურ ჭრილში 2.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტები თითქმის 12%-ით 288 707-მდე.
რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით 2 734 504-მდე შემცირდა. წელს ვიზიტებში ყველაზე დიდი კლება თითქმის 49% ირანიდან დაფიქსირდა. მიზეზი ირან-აშშ-ის ომია, რომელიც 2026 წლის თებერვლიდან აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო იერიშის შედეგად დაიწყო. 14%-იანი კლებაა ისრაელიდან ვიზიტორებშიც. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გარდა, ვიზიტები ასევე შემცირდა ინდოეთიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ინდოეთიდან ვიზიტების შემცირება, სავარაუდოდ, ავიაკომპანია "ინდიგოს" მიერ ირანის ომის გამო შეწყვეტილ რეისებს უკავშირდება. მატება ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჯამში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორები რაოდენობა 23%-ით გაიზარდა.




























