მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან $1.1 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო | კლება 4%-ია

ტურიზმის პულსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 931 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 195 მილიონ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3% და 65%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ დოლარამდე.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანა შემოსავალი (მლნ აშშ დოლარი)
დანარჩენი ქვეყნები 267.2
ევროკავშირი 194.9
რუსეთი 182.8
თურქეთი 134.9
ისრაელი 123.8
აზერბაიჯანი 59.5
უკრაინა 53.7
სომხეთი 39.9
ბელარუსი 23.4
საუდის არაბეთი 11.5
ირანი 10.2

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები