მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 8 პუნქტი ₾395 ათასზე მეტით დააჯარიმა - მიზეზები

ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 8 პუნქტი ჯამში 395 100 ლარით დააჯარიმა.

24 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების მიხედვით, ყველაზე მეტი დარღვევა კლიენტისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში აღურიცხავობას უკავშირდება.

დაჯარიმებული კომპანიები და ჯარიმების მოცულობები ასეთია:

  • ი.მ. „გევორქ ჩამანიან“-ს ჯამში 76,000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 10 ფაქტისთვის 70,000 ლარით. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 3 ფაქტისთვის 6,000 ლარით.
  • ინდივიდუალურ მეწარმე „გრიგორი სტეფანიან“-ს ჯამში 95,100 ლარის ჯარიმა დაეკისრა. ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 13 ფაქტი, რის გამოც 91,000 ლარით დაჯარიმდა. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ერთი ფაქტისთვის 2,000 ლარი დაეკისრა. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენის 7 ფაქტის გამო კი 2,100 ლარით დაჯარიმდა.
  • ინდივიდუალურ მეწარმეს „ნარინე თუმასიან“-ს დაეკისრა 2,000 ლარის ჯარიმა ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ერთი ფაქტისთვის.
  • შპს „არმან 2008“ დაჯარიმდა 58,000 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 6 ფაქტი, რის გამოც 42,000 ლარი დაეკისრა. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 8 ფაქტისთვის კი 16,000 ლარით დაჯარიმდა.
  • შპს „გოლდ გრანდ“-ს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 73,000 ლარის ოდენობით. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა დადგენილ ვადებში არ ჰქონდა წარდგენილი, რის გამოც 3,000 ლარი დაეკისრა. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 10 ფაქტისთვის კი 70,000 ლარი.
  • შპს „გოლდ კრედიტ“-ს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 28,000 ლარის ოდენობით. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 4 ფაქტისთვის.
  • შპს „ირიციან“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 42,000 ლარის ოდენობით. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 6 ფაქტი.
  • შპს „ირიციან პლიუს“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 21,000 ლარი. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 ფაქტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები