მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

სს

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების მნიშვნელობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები