TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენარჩუნდა.
2026 წლის ივლისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 26% და 27%-ით არის გაზრდილი სასტუმროებსა და რესტორნებში.
ტრანზაქციის საშუალო მოცულობით აჭარა ლიდერობდა, მას თბილისი და კახეთი მოსდევდნენ. ამას გარდა, საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა, ხოლო განსაკუთრებით ძლიერი ზრდა რესტორნების დანახარჯებში დაფიქსირდა.
აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სასტუმროებში, სადაც გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა. რესტორნებში დანახარჯები მხოლოდ მცირედით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია შემცირდა, რაც ტრანზაქციების რაოდენობის მატებაზე მიუთითებს.
კახეთში შემცირდა როგორც მთლიანი უნაღდო დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება განსაკუთრებით მკვეთრი სასტუმროებში იყო. TBC Capital-ის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს პიკური სეზონი ხელს შეუწყობს აჭარის სასტუმროებში მაღალი აქტივობის შენარჩუნებასა და თბილისში ზრდის გაგრძელებას, რაც კახეთის მიმდინარე უარყოფით დინამიკას დააბალანსებს.




























