მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 2021 წლის ოთხ თვეში ღვინის ექსპორტით $65 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

609e485b13ab0
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.21 22:05
1065
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი და მისი ღირებულება გაიზარდა.

უწყების ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში, მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28.3 მილიონ ბოთლამდე (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 7%-ით გაიზარდა და 65 მლნ-მდე აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ექსპორტი ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე გაიზარდა:

პოლონეთი - 2% (1 841 192 ბოთლი);
ჩინეთი - 19% (1 559 533 ბოთლი);
ლიეტუვა - 71% (356 748 ბოთლი);
აშშ - 2% (325 468 ბოთლი);
ესტონეთი - 3% (228 592 ბოთლი);
გერმანია - 1% (229 527 ბოთლი);
დიდი ბრიტანეთი - 6% (157 932 ბოთლი).

სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 252-მა კომპანიამ განახორციელა.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანამ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად 106.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.